Help

დახმარება   მაიფონის კონფიგურირება  ზარებზე ფილტრის დაყენება 

შემომავალი ზარების “გაფილტვრა” ნომრის მიხედვით

შემომავალი ზარების ფილტრი საშუალებას გაძლევთ დაბლოკოთ ზარები არასასურველი პირებისაგან. ამისათვის მათი ნომრები უნდა შეიტანოთ დაბლოკილი ნომრების სიაში. თუ ისინი დარეკავენ, თქვენს ტელეფონზე ზარი არ შემოვა, ხოლო ისინი მოისმენენ შეტყობინებას, რომ თქვენი ნომერი არ არსებობს.

ფილტრის დასაყენებლად შემდეგნაირად უნდა მოიქცეთ:

  • შედით პარამეტრების გვერდზე.
  • შემდეგ აირჩიეთ ჩანართი ჩემი პარამეტრები.
  • დააჭირეთ ღილაკზე შემომავალი ზარის შეზღუდვა.
  • დაამატეთ ნომრები დაბლოკილი ნომრების სიას.



უკან