Help

დახმარება   ხარვეზების აღმოფხვრა (ტექნიკური დახმარება)  სატელეფონო საუბრებთან დაკავშირებული პრობლემები 

პრობლემები ზარის განხორციელების/მიღების დროს

VoIP ტელეფონიის შემთხვევაში პრობლემები ხშირად როუტერითაა განპირობებული. თუმცა ამ პრობლემების აღმოფხვრა საკმაოდ მარტივია. იმ შემთხვევაში, თუ იყენებთ როუტერს და/ან firewall-ს, გარკვეული პარამეტრების შესწორებით მაიფონის გამოყენებისას პრობლემები აღარ წარმოიშვება.ძირითადი პრობლემები, რომლებიც თავს იჩენს როუტერის და/ან firewall-ის გამოყენების შემთხვევაში, მოცემულია ქვემოთ:

  • თქვენი მოწყობილობა ვერ უკავშირდება მაიფონის სერვერს (“ოფფლინე” სტატუსი) ან გარკვეული დროის შემდეგ კავშირი იკარგება.
  • ტელეფონში შემოდის ზარი, მაგრამ მოსაუბრის ხმა არ ისმის.
  • ტელეფონის გათიშვის შემდეგ ტელეფონი აგრძელებს რეკვას.
  • გარე ტელეფონებიდან თქვენთან კავშირი ვერ მყარდება.
  • არ გესმით გასვლის ზუმერი რაიმე ნომერზე დარეკვის შემთხვევაში.
  • მას შემდეგ რაც ვინმე იღებს მიმღებს, აღარ გესმით მოსაუბრის ხმა.
  • საუბარი ითიშება 6-12 წამის შემდეგ.

ეს პრობლემები ძირითადად დროდადრო იჩენს თავს. შემთხვევათა უმრავლესობაში ისინი აღმოიფხვრება როუტერის “ჩაშენებული” პროგრამების (ფირმწარე) განახლების (Update) შემდეგ. დახმარებისათვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ როუტერის მწარმოებელს.


პორტების გადამისამართება (port forwarding):

თუ შემდგომში კავშირისას პრობლემები მაინც იჩენს თავს, გაააქტიურეთ გადამისამართება შემდეგი პორტებისათვის თქვენს როუტერზე/firewall-ზე:

სტანდარტული:

  • PORT: 5060 / UDP (SIP)
  • PORT: 5004 / UDP (RTP)
  • PORT: 10000 UDP (STUN)

X-Lite:

  • PORT : 5060 / UDP
  • PORT: 8000 - 8019 / UDP
  • PORT : 10000 /UDP

უნივერსალური Plug and Play (“ჩართე და იმუშავე”):

თუ თქვენს როუტერს აქვს UPnP (Universal plug-and-play)-ის მხარდაჭერა, შეგიძლიათ ეს ოფცია ჩართოთ ან გამორთოთ (ანუ დააყენოთ “on” ან “off”).

შენიშვნა: გაითვალისწინეთ, რომ არსებული პორტები ყოველი მოწყობილობისათვის შეიძლება არ იყოს შესაფერისი. უფრო მეტი ინფორმაციისათვის იხილეთ შესაბამისი მწარმოებლისაგან მოწოდებული ინფორმაცია მოწყობილობის კონფიგურაციის შესახებ. თუ ზემომოყვანილი ინსტრუქციის შესაბამისად მოახდინეთ პორტების გადამისამართება (forward) და შეცდომები ისევ არსებობს, მაშინ წაშალეთ STUN სერვერი თქვენი მოწყობილობის კონფიგურაციიდან.



უკან