Help

დახმარება   მაიფონის კონფიგურირება  ზარებზე ფილტრის დაყენება 

ფილტრის დაყენება გამავალ ზარებზე

გამავალი ზარები მათი ტიპის (ლოკალური, რეგიონული და საერთაშორისო) მიხედვით შეგიძლიათ დაბლოკოთ. ლოკალურ და რეგიონულ ზარებში იგულისხმება საქართველოს ლოკალური და რეგიონული სატელეფონო საუბრები.

გამავალი ზარების დასაბლოკად ასე უნდა მოიქცეთ:

  • შედით პარამეტრების გვერდზე.
  • შემდეგ აირჩიეთ ჩანართი ჩემი პარამეტრები.
  • დააჭირეთ ღილაკზე გამავალი ზარის შეზღუდვა.
  • გამოსულ გვერდზე შესაბამისი ტიპის ზარების გასწვრივ აირჩიეთ დიახ ან არა.



უკან