Help

დახმარება   მთავარი  მაიფონი მომხმარებელთათვის 

რას გვთავაზობს მაიფონი?

მაიფონი გთავაზობთ თბილისის სატელეფონო ნომერს VoIP (ხმოვანი სიგნალის ინტერნეტით გადაცემის პროტოკოლი) ტექნოლოგიის გამოყენებით. VoIP ტექნოლოგია სატელეფონო მომსახურების ყველაზე თანამედროვე და მრავალფუნქციური სახეობაა, რომელიც ფართოდ არის გავრცელებული მთელს მსოფლიოში.

მაიფონით სარგებლობა შეგიძლიათ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, სადაც არის ინტერნეტ კავშირი. ამ სერვისის არჩევით თქვენ შეძლებთ, ისარგებლოთ VoIP ტექნოლოგიის ყველა უპირატესობით და დაბალი ფასებით, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო საუბრებზე.

მაიფონის კიდევ ერთი უპირატესობაა მისი მობილურობა. იმ შემთხვევაში თუ თქვენ მოგიწიათ საცხოვრებელი ადგილის, ოფისის ან ქვეყნის შეცვლაც კი, დაუკავშირეთ მაიფონის მოწყობილობა ინტერნეტ-ქსელს და ისარგებლეთ იგივე ნომრით და იგივე პირობებით.

მაიფონი ასევე გთავაზობთ თქვენი ორგანიზაციის დაშორებული ოფისებისა და ფილიალების ერთ სატელეფონო ქსელში გაერთიანებას მსოფლიოს მასშტაბით. ამ შემთხვევაში თქვენ სარგებლობთ ფილიალებს შორის შიდა უფასო სატელეფონო კავშირით და კონკრეტულად თქვენს ორგანიზაციაზე მორგებული სატელეფონო ფუნქციებით (ხარჯების აღრიცხვის სისტემა, ხმოვანი საფოსტო ყუთები, მიღებული ზარების მარტივი დამუშავება და სხვა მრავალი.)



უკან