Help

დახმარება   მაიფონით სარგებლობა  ჩანაწერების სია 

იარლიყების გამოყენება

გამოიყენეთ იარლიყები თქვენი ჩანაწერების ორგანიზებისათვის

იმისათვის, რომ ოპტიმალურად მართოთ თქვენი ჩანაწერები, მაიფონი გთავაზობთ იარლიყების ფუნქციას. იარლიყები ასრულებენ ფოლდერების ფუნქციას და აადვილებენ ამა თუ იმ ჩანაწერის მოძებნას. შეგიძლიათ ერთბაშად ბევრი იარლიყი შექმნათ და შემდეგ გადაწყვიტოთ, რომელი ჩანაწერები (საუბრები, SMS-ები, ფაქსები და/ან ხმოვანი შეტყობინებები) მონიშნოთ იარლიყებით. ჩანაწერებს შეიძლება ჰქონდეს ერთი ან რამდენიმე იარლიყი, გამომდინარე თქვენი საჭიროებებიდან.

როგორ შევქმნათ იარლიყები:

  • სანავიგაციო მენიუში დააჭირეთ ფილტრები, შემდეგ კი ღილაკს ფილტრის დამატება.
  • აირჩიეთ ჩანაწერები (საუბრები, ფაქსები და/ან ხმოვანი შეტყობინებები), რომლებსაც გსურთ “მიაბათ” იარლიყი.
  • მონიშნეთ უჯრედი იარლიყის მიმაგრება.
  • ამის შემდეგ შედით ჩამოსაშლელ მენიუში და აირჩიეთ უკვე არსებული იარლიყი ან დააჭირეთ ახალი იარლიყი ახალი იარლიყის შესაქმნელად.
  • დააჭირეთ ღილაკს: შენახვა
  • იარლიყი მყისიერად “მიებმება” არჩეულ ჩანაწერებს.
  • იარლიყების მიმაგრება/შექმნა შეგიძლიათ თქვენს inbox-შიც.
  • მონიშნეთ ჩანაწერი, რომლისთვისაც გსურთ იარლიყის მიმაგრება, შემდეგ აირჩიეთ სასურველი იარლიყი ჩამოსაშლელი მენიუდან, რომლის სახელწოდებაცაა ბრძანებები… ეს მენიუ მდებარეობს inbox-ის ზედა ნაწილში. იარლიყი “მიებმება” არჩეულ ჩანაწერს და ამიერიდან ყოველთვის მასთან იქნება მიმაგრებული.

შენიშვნა: შეგიძლიათ მოგვიანებით გამოსაყენებელი იარლიყების შექმნაც. ამისათვის მარცხენა სანავიგაციო ველში დააჭირეთ ჩამოსაშლელ ღილაკს: იარლიყი და შემდეგ ღილაკს: ახალი.

იარლიყების რედაქტირება

  • იარლიყის რედაქტირებისათვის დააჭირეთ ღილაკს: იარლიყი (მარცხენა სანავიგაციო ველში) და შემდეგ ღილაკს: რედაქტირება.
  • თქვენ აღმოჩნდებით იარლიყების განყოფილებაში, რომელიც შეიცავს თქვენს მიერ შექმნილ (შესაბამისად რედაქტირებას დაქვემდებარებულ) ყველა იარლიყს.
  • დააჭირეთ სასურველ იარლიყზე და გამოსულ ველში ჩაწერეთ მისი ახალი სახელი.

იარლიყების წაშლა

  • იარლიყის რედაქტირებისათვის დააჭირეთ ღილაკს: იარლიყი (მარცხენა სანავიგაციო ველში) და შემდეგ ღილაკს: რედაქტირება.
  • თქვენ აღმოჩნდებით იარლიყების განყოფილებაში, რომელიც შეიცავს თქვენს მიერ შექმნილ (შესაბამისად წაშლას დაქვემდებარებულ) ყველა იარლიყს.
  • დააჭირეთ სასურველ იარლიყზე და შემდეგ ღილაკზე: იარლიყის წაშლა.

 



უკან