Help

დახმარება   მაიფონით სარგებლობა  ჩანაწერების სია 

ფილტრები და შეტყობინებები

ყოველი სახის ჩანაწერისათვის (ზარები, ფაქსები და/ან ხმოვანი შეტყობინებები) შეგიძლიათ გარკვეული ფილტრებისა და გაფრთხილებების შექმნა.

  • დააჭირეთ ღილაკს: ფილტრები.
  • შემდეგ – ფილტრის დამატება.
  • აირჩიეთ ჩანაწერები (საუბრები, ფაქსები და/ან ხმოვანი შეტყობინებები), რომლისთვისაც გსურთ ფილტრის დამატება. შემდეგ მიუთითეთ, გსურთ თუ არა მითითებული ტიპის კავშირზე ფილტრის დაყენება მხოლოდ კონკრეტული ნომრისათვის.
  • მიუთითეთ რომელი ტიპის კავშირზე გსურთ ფილტრის დაყენება: შემომავალზე თუ გამავალზე.

ქვემოთ ჩამოთვლილია სხვადასხვა ფუნქციები, რომელთა გამოყენებითაც შეგიძლიათ სასურველი ტიპის კავშირების “გაფილტვრა”:

  • იარლიყის მიმაგრება: ავტომატურად მიამაგრებს ერთ ან რამდენიმე იარლიყს არჩეულ ჩანაწერებს.
  • ელ.ფოსტის გაგზავნა: მიიღებთ გაფრთხილებას ელ.ფოსტით, არჩეული ჩანაწერების დაფიქსირებისას.
  • SMS-ის გაგზავნა: მიიღებთ გაფრთხილებას SMS-ით, არჩეული ჩანაწერების დაფიქსირებისას.
  • წაკითხულად მონიშვნა: არჩეული ჩანაწერები თქვენს inbox-ში ყოველთვის მონიშნული იქნება როგორც წაკითხული.
  • მნიშვნელოვანი: არჩეული ჩანაწერი მოინიშნება ვარსკვლავით (როგორც მნიშვნელოვანი ჩანაწერი).
  • დაარქივება: სასურველი ჩანაწერი გადატანილი იქნება არქივში, შემომავალ მოვლენებში დაფიქსირების გარეშე.
  • წაშლა: ანაწერი წაიშლება თქვენი inbox-იდან.

და ბოლოს, დააჭირეთ ღილაკს: შენახვა და თქვენს მიერ შექმნილი ფილტრები მყისიერად გააქტიურდება. ფილტრების წაშლა ან რედაქტირება ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი. ამისათვის დააჭირეთ სასურველ ფილტრზე და განახორციელეთ სათანადო ცვლილებები.



უკან