Help

დახმარება   მაიფონით სარგებლობა  ფაქსები 

როგორ გავგზავნოთ ფაქსი?

მაიფონიდან ფაქსის გაგზავნისას სხვადასხვა ოფციები შეგიძლიათ აირჩიოთ: თქვენს ფაქსს მიამაგროთ PDF ფაილები, განათავსოთ გრაფიკული გამოსახულებები, ხელმოწერები და კომენტარები. გარდა ამისა, შეგიძლიათ გამოიყენოთ საკუთარი დიზაინით შექმნილი შაბლონები, ასევე გასაგზავნი ფაქსი ჩაწეროთ მონახაზის სახით, მოგვიანებით გასაგზავნად. შეგიძლიათ თქვენს ფაქსებში ცვლილებების შეტანა, რაც ძალიან მარტივია და ცოტა დროს მოითხოვს.

ქვემოთ მოყვანილია ფაქსის გაგზავნის წესები:


რეციპიენტის არჩევა

აირჩიეთ სასურველი რეციპიენტი თქვენი საკონტაქტო სიიდან ან შესაბამის ველში ხელით შეიტანეთ რეციპიენტის ნომერი. თუ დააჭერთ კონტაქტებიდან დამატებას, გაჩნდება ფანჯარა თქვენი საკონტაქტო სიიდან, საიდანაც შეძლებთ ფაქსის რეციპიენტის არჩევას. რეციპიენტის ველში შეგიძლიათ როგორც ციფრების, ისე ასოების შეტანაც. თუ ერთდროულად რამდენიმე რეციპიენტისათვის გსურთ ფაქსის გაგზავნა, მაშინ ისინი ერთმანეთისაგან მძიმეებით უნდა გამოყოთ.


რეციპიენტის მისამართი

დააჭირეთ შესაბამის ველს და გამოჩნდება ფანჯარა, რომელშიც შეგიძლიათ შეიტანოთ ან შეცვალოთ რეციპიენტის შესახებ ინფორმაცია (მაგ.: დაამატოთ სახელი, ქუჩის დასახელება და ა.შ.).


სათაური, თარიღი, ტექსტი

შესაბამის ველებზე დაჭერით გამოვა ფანჯარა, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ დაამატოთ საჭირო ინფორმაცია, ისეთი, როგორიცაა: სათაური, თარიღი, ფაქსის მთავარი ტექსტი. ინტეგრირებული რედაქტორის საშუალებით შეგიძლიათ თქვენი ტექსტის რედაქტირება ჭორდ-ის ნებისმიერი დოკუმენტის მსგავსად (მაგალითად, გამოიყენოთ bold, italic, right justified და სხვა ფუნქციები).


ხელმოწერის დამატება

ღილაკ ხელმოწერის საშუალებით შესაძლებელია ფაქსის ტექსტში გრაფიკული გამოსახულებების ატვირთვა და ჩასმა. ამისათვის დააჭირეთ ღილაკს: ხელმოწერის და შემდეგ გამოსულ ფანჯარაში - სურათის ატვირთვას. მას შემდეგ, რაც ატვირთავთ სასურველ გრაფიკულ გამოსახულებას/ხელმოწერას, შეძლებთ მის ჩასმას ფაქსში საჭირო ადგილას.


მიმაგრებული PDF-ფაილები

შეგიძლიათ ხისტი დისკიდან 2 MB-მდე სიდიდის PDF ფაილების მიმაგრებაც. ამისათვის დააჭირეთ ღილაკს: PDF-ის მიმაგრებადა მიყევით ინსტრუქციებს.


კომენტარის დამატება

დააჭირეთ ღილაკს: კომენტარი და გამოსულ პატარა ფანჯარაზე ორჯერ დააწკაპუნეთ მაუსის მარცხენა ღილაკით, რის შემდეგაც შეძლებთ ტექსტის დამატებას. გარდა ამისა, ადვილადაა შესაძლებელი კომენტარის ფანჯრის ზომისა და მდებარეობის შეცვლა თქვენს ფაქსში.


ფაქსის გაგზავნის თარიღის არჩევა

თქვენი საჭიროების შესაბამისად შეგიძლიათ მიუთითოთ, როდის გაიგზავნოს ფაქსი: დაუყოვნებლივ თუ გარკვეულ დროს (თარიღი, საათი).


მონახაზის ჩაწერა

თუ შექმნილი (ან დაუსრულებელი) ფაქსის გაგზავნა შემდეგისთვის გსურთ გადადოთ, დააჭირეთ ღილაკს შენახვა მონახაზებში. მონახაზი შეინახება მარცხენა სანავიგაციო ველში განყოფილებაში: მონახაზი.



უკან