Help

დახმარება   მაიფონით სარგებლობა  ფაქსები 

ფაქსის შაბლონები

თქვენს მიერ შექმნილი შაბლონები ნახვა შესაძლებელია ფაქსის გვერდზე განყოფილებაში: შაბლონები. ახალი შაბლონის შესაქმნელად დააჭირეთ ღილაკს: ახალი შაბლონი.შაბლონის შექმნა ასე ხდება:

  • ღილაკ ფონზე დაჭერით აირჩიეთ ფონი თქვენი ფაქსის შაბლონისთვის.
  • აირჩიეთ PDF დოკუმენტი თქვენი კომპიუტერის ხისტი დისკიდან და ატვირთეთ იგი.
  • იმისათვის, რომ შეცვალოთ რეციპიენტის, სათაურის, თარიღისა და ტექსტის ველების განლაგება, დააჭირეთ მაუსის მარცხენა ღილაკს შესაბამის ველზე, არ აუშვათ ხელი და გადაიტანეთ ველი სასურველ პოზიციაზე.
  • ველის ზომის შესაცვლელად, დააჭირეთ მის კიდეზე მაუსის მარცხენა ღილაკს, არ აუშვათ ხელი და შეცვალეთ ველის ზომა და კონტური თქვენი სურვილისამებრ.
  • როცა შაბლონის შექმნას დაასრულებთ, დააჭირეთ ღილაკს: შენახვა.
  • თუ გსურთ შექმნილ შაბლონში ცვლილებების განხორციელება, განყოფილებაში: შაბლონები დააჭირეთ შესაბამის შაბლონს.

როგორ გავიადვილოთ PDF დოკუმენტების შექმნა

ინტერნეტში ხელმისაწვდომია სხვადასხვა უფასო პროგრამა, რომლითაც ადვილად შეგიძლიათ შექმნათ PDF დოკუმენტები. ამ პროგრამების დახმარებით შეგიძლიათ სხვა ფორმატში (მაგალითად, Microsoft word-ში) შექმნილი დოკუმენტი გადაიყვანოთ PDF ფორმატში. მეტი ინფორმაციისათვის მოიძიეთ ეს პროგრამები ინტერნეტში, მაგალითად, Wikipedia-ში (http://en.wikipedia.org/wiki/portable_document_Fofrmat).



უკან