Help

დახმარება   მაიფონით სარგებლობა  SMS-ები 

როგორ გავგზავნოთ SMS-ი

SMS-ის გასაგზავნად მიყევით შემდეგ ინსტრუქციას:

  • მთავარ გვერდზე დააჭირეთ ღილაკს ახალი SMS-ი.
  • სათანადო ველში შეიტანეთ სასურველი რეციპიენტი.
  • მას შემდეგ, რაც რეციპიენტის ველში დაიწყებთ ასოების ან ციფრების შეტანას, “ჩამოიშლება” სავარაუდო ნომრების ან სახელების სია თქვენი საკონტაქტო სიიდან. ასევე შეგიძლიათ რეციპიენტი პირდაპირ აირჩიოთ საკონტაქტო სიიდან. ამისათვის დააჭირეთ „კონტაქტებიდან დამატება“-ს.
  • SMS-ის ერთდროულად მრავალი რეციპიენტისათვის გასაგზავნად ისინი ერთმანეთისაგან მძიმეებით გამოყავით.
  • შესაბამის ველში აკრიფეთ SMS-ის ტექსტი.
  • შემდეგ აირჩიეთ გაგზავნის თარიღი, ასევე მონიშნეთ, გსურთ თუ არა, რომ პასუხი თქვენს მობილურზე მოვიდეს.
  • SMS-ის გასაგზავნად დააჭირეთ ღილაკს: გაგზავნა.
  • თუ გაგზავნილი SMS-ის ხელმეორედ გამოყენება გსურთ, ის შეგიძლიათ ჩაიწეროთ ღილაკზე: შენახვა მონახაზებში ხელის დაჭერით.
  • ადრე შექმნილი და დამახსოვრებული SMS-ის გამოსაყენებლად, თქვენი ჩანაწერების სიაში სანავიგაციო ველში დააჭირეთ ღილაკზე: მონახაზი.

შენიშვნა: შესაძლებელია სხვადასხვა სიდიდის SMS-ის გაგზავნა. გაითვალისწინეთ, რომ ერთდროულად რამდენიმე რეციპიენტისათვის SMS-ის გაგზავნის შემთხვევაში, თითოეულ რეციპიენტზე ცალკე თანხა დაგერიცხებათ.


ქვემოთ მოცემულია SMS-ების ფასები მათი სიდიდის მიხედვით:

  • 160 სიმბოლო – 5.9 თეთრი
  • 310 სიმბოლო – 11.8 თეთრი
  • 460 სიმბოლო – 17.7 თეთრი

SMS-ების განახლებული ფასების სანახავად გადადით ტარიფების განყოფილებაში.



უკან