Help

დახმარება   მაიფონით სარგებლობა  სატელეფონო წიგნაკი 

საკონტაქტო პირების შექმნა, რედაქტირება და წაშლა

თქვენი სატელეფონო წიგნაკის ფუნქციები

სატელეფონო წიგნაკში დიდი მოცულობის მქონე ინფორმაციის შენახვა შეგიძლიათ. შეგიძლიათ ჩაიწეროთ VოIP, მობილურის, ფიქსირებული ტელეფონის ნომრები, ელ.ფოსტის მისამართები, საფოსტო მისამართები, UღL-ები, ინფორმაცია კომპანიის შესახებ, ასევე შენიშვნები. თითოეული კონტაქტის შესაბამისი ველიდან შეგიძლიათ პირდაპირ განახორციელოთ ისეთი მოქმედებები, როგორიცაა სატელეფონო ზარები, ფაქსის, SMS-ის ან ელ.ფოსტის გაგზავნა, საკონტაქტო პირის WEB გვერდზე შესვლა. მისამართისა და შენიშვნების ველების ზომები შეგიძლიათ სურვილისამებრ შეცვალოთ, რაც მეტი ინფორმაციის ჩაწერის საშუალებას გაძლევთ.

სატელეფონო წიგნაკით სარგებლობაში შემდეგი ინსტრუქციები დაგეხმარებათ:

  • დააჭირეთ ღილაკზე: კონტაქტები, შემდეგ –კონტაქტის დამატება.
  • შეიტანეთ საჭირო ინფორმაცია შესაბამის ველებში.
  • თუ გსურთ ინფორმაციის დანაწევრება (მაგალითად, სახლის, სამსახურის, უცხოეთის ნომრების/მისამართების ცალ-ცალკე ჩაწერა), დააჭირეთ „ჩანაწერის დამატება“-ს.
  • შეგიძლიათ სწრაფი დარეკვის (speed dial) დაყენება სხვადასხვა ნომრისთვის.
  • ფუნქციის სწრაფი კოდის საშუალებით შეგიძლიათ საკონტაქტო პირის მიანიჭოთ ორნიშნა ციფრი და მომავალში ამ ციფრის აკრეფით განახორციელოთ ზარი კონტაქტიდან.
  • ერთი ან რამდენიმე საკონტაქტო პირის წასაშლელად, მონიშნეთ სასურველი კონტაქტები და დააჭირეთ ღილაკზე: წაშლა.

სატელეფონო ნომრები და მიღებული შეტყობინებები საკონტაქტო სიას პირდაპირ თქვენი ჩანაწერების სიიდან შეგიძლიათ დაუმატოთ. ამისათვის დააჭირეთ სასურველ ჩანაწერს და შემდეგ – კონტაქტებში დამატება.



უკან