წესები და პირობები
კონფიდენციალურობა
შპს "მაიფონი" ("მაიფონი") ვალდებულებას იღებს, უზრუნველყოს თავის მომხმარებელთა კონფიდენციალურობა. თქვენს მიერ ჩვენთვის მოწოდებული ნებისმიერი პირადი ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ მაიფონთან თქვენი ურთიერთობის მიზნით. მაიფონი პირობას დებს, რომ არ გაყიდის, გააქირავებს ან დააგირავებს თქვენს პერსონალურ ინფორმაციას. გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამას მოითხოვს კანონმდებლობა ან როდესაც წინასწარ მიღებული გვაქვს თქვენი თანხმობა თქვენი პირადი ინფორმაციის გაცემის შესახებ, მაიფონი თქვენს პერსონალურ ინფორმაციას გაუზიარებს მხოლოდ და მხოლოდ იმ ორგანიზაციებს, რომლებიც მის შემადგენლობაში შედიან ან თავის პარტნიორ ორგანიზაციებს, რომლებიც მაიფონის სახელით მოქმედებენ და უზრუნველყოფენ თქვენთვის სერვისების მოწოდებას. მაიფონის წევრი ორგანიზაციები და/ან ადგილობრივი თუ ინტერნაციონალური ბიზნეს-პარტნიორები ემორჩილებიან მაიფონის კონფიდენციალურობის წესებს, რომელიც არეგულირებს პერსონალური ინფორმაციის გამოყენებას. პერიოდულად თქვენ შეიძლება მიიღოთ საინფორმაციო ხასიათის შეტყობინებები ”მაიფონისგან” და ”მაიფონის” პარტნიორი ორგანიზაციებისგან.
მაიფონს უფლება აქვს, გააერთიანოს სხვადასხვა ინფორმაცია და მიაწოდოს მესამე მხარეს ერთიანი სტატისტიკა ან ანგარიში თავის მომხმარებელთა, გაყიდვების თუ ტრაფიკის შესახებ, მაგრამ მაიფონი გარანტიას იძლევა, რომ ეს ანგარიშები და სტატისტიკა არ გასცემს მომხმარებლის პირად ინფორმაციას. მაიფონი უფლებას იტოვებს, გამოიყენოს პერსონალური ინფორმაცია იმ პოტერნციურად უკანონო ქმედებათა გამოსაძიებლად და თავიდან ასაცილებლად, რომლებიც საფრთხეს უქმნის მაიფონს ან მის პარტნიორ ნებისმიერ ორგანიზაციას. გარდა ამისა, მაიფონს უფლება აქვს გასცეს პერსონალური ინფორმაცია სამთავრობო, კანონდამცველი ორგანიზაციების, სასამართლოს მოთხოვნის საფუძველზე ან თუ კანონმდებლობა ამას მოითხოვს.
მაიფონი იყენებს Google Analytics-ს, Web ანალიტიკურ სერვისს, რომელიც მოწოდებულია Google, Inc.-ის ("Google"-ის) მიერ. Google Analytics-ი იყენებს "cookie"-ებს, რომლებიც მაიფონს ეხმარება იმის გაანალიზებაში, თუ როგორ იყენებს მომხმარებელი საიტს. ინფორმაცია, რომელსაც გამოიმუშავებს "cookie" თქვენს მიერ ვებსაიტის მოხმარების შესახებ (მათ შორის, თქვენი IP მისამართი), გადაეცემა Google-ს და თავსდება მის სერვერზე. Google ამ ინფორმაციას იყენებს მომხმარებელთა მიერ ვებსაიტის გამოყენების შეფასების მიზნით, აჯამებს ინფორმაციას ვებსაიტზე აქტიურობის შესახებ და აწვდის ანგარიშს ვებსაიტის ოპერატორებს, ასევე ახდენს სხვადასხვა სერვისების მოწოდებას ვებსაიტის აქტიურობისა და ინტერნეტის გამოყენების შესახებ. Google-ს უფლება აქვს ეს ინფორმაცია მიაწოდოს მესამე მხარეს, თუ ეს გათვალისწინებულია კანონით ან თუ ეს მესამე მხარე წარმოადგენს Google-ის პარტნიორს, რომელიც მისი სახელით მოქმედებს. Google-ი თქვენს შესახებ ინფორმაციას თან არ დაურთავს თქვენს IP მისამართს. თქვენ შეგიძლიათ, უარი თქვათ "Cookie"-ბის გამოყენებაზე თქვენს ვებ ბროუზერში შესაბამისი პარამეტრის არჩევით, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ "Cookie"-ის გარეშე ვებსაიტის სრული ფუნქციონალურობა შეიძლება დაიკარგოს. იყენებთ რა ამ ვებსაიტს, თქვენ ნებას რთავთ Google-ს, რომ გადასცეს თქვენს შესახებ ინფორმაცია ზემოთხსენებული წესების დაცვით.