წესები და პირობები
გამოყენების წესები და პირობები
იყენებთ რა ამ სერვისს და იძენთ რა პროგრამულ ან სხვა სახის პროდუქტებს, თქვენ უპირობოდ ეთანხმებით გამოყენების წესებს. თქვენ ასევე იღებთ ვალდებულებას, რომ ნებისმიერი პირი, ვინც ისარგებლებს ამ ანგარიშით და/ან პროგრამული უზრუნველყოფით, ასევე შეასრულებს გამოყენების წესებს. მაიფონი იტოვებს უფლებას, ნებისმიერ მომენტში შეიტანოს ცვლილებები გამოყენების წესებში მომხმარებელთა წინასწარი გაფრთხილების გარეშე.
წესების ცვლილება
პერიოდულად, წინამდებარე ”გამოყენების წესებში და პირობებში” შეიძლება განხორციელდეს ცვლილებები, რაც გამოწვეულია ამ დოკუმენტის მარეგულირებელ ან ბიზნეს-მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობით. ამგვარი ცვლილებები გამოქვეყნებული იქნება კომპანიის ვებ-საიტზე (www.MyPhone.ge), ასევე ზოგიერთი ცვლილების შესახებ გაფრთხილება შესაძლოა გამოგეგზავნოთ ელექტრონული ფოსტის საშუალებითაც. მაიფონის პროდუქტებისა და სერვისების გამოყენებით თქვენ უპირობოდ ეთანხმებით ამ ცვლილებებს.
მაიფონი უფლებას იტოვებს, შეცვალოს, მოდიფიცირება გაუკეთოს, შეაჩეროს ან შეწყვიტოს თავისი სერვისების ნებისმიერი ნაწილი ნებისმიერ დროს. მაიფონი ასევე უფლებამოსილია, ლიმიტები დააწესოს ზოგიერთი ფუნქციის გამოყენებაზე ან გაგიუქმოთ თავისი სერვისების ნაწილით ან ყველა სერვისით სარგებლობის უფლება წინასწარი გაფრთხილების გარეშე. ამით მას არ ეკისრება არავითარი პასუხისმგებლობა.
ვის შეუძლია ისარგებლოს მაიფონის სერვისებით
სერვისით შეუძლიათ ისარგებლონ 18 წლის ზემოთ ასაკის პირებმა, ასევე კორპორაციებმა და სხვა ორგანიზაციებმა, რომელთაც აქვთ არსებული კანონმდებლობის დაცვით შედგენილ კონტრაქტზე ხელისმოწერის უფლებამოსილება, რაც აუცილებელი პირობაა. გამოყენების პირობებზე თანხმობის განცხადებით თქვენ იძლევით გარანტიას, რომ თქვენი მონაცემები სრულად შეესაბამება მაიფონის მოთხოვნებს.
მაიფონი უფლებამოსილია, უარი განუცხადოს მომსახურებაზე ნებისმიერ ფიზიკურ პირს ან კომპანიას, ასევე თავისი შეხედულებისამებრ ნებისმიერ მომენტში შეცვალოს თავის მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის პირობები.
მაიფონი უფლებას იტოვებს, დახუროს თქვენი ანგარიში და გაგიუქმოთ თავისი პროდუქტებით და სერვისებით სარგებლობის უფლება ნებისმიერი მიზეზით, რაც მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება) ეჭვის არსებობას იმის შესახებ, რომ ნებისმიერი მონაცემი, რომელიც თქვენ წარმოადგინეთ რეგისტრაციის დროს, ყალბია, არასწორია, ვადაგასულია ან არასრულია.
ცვლილებები მომსახურებაში
მაიფონს არ შეუძლია სრული გარანტიის უზრუნველყოფა, რომ სერვისი უწყვეტი ან სრულიად უხარვეზო იქნება. პერიოდულად, ხარვეზის გამოსასწორებლად ან პროფილაქტიკური სამუშაოების ჩასატარებლად, მაიფონს შეიძლება დასჭირდეს თქვენი სერვისის დროებით შეჩერება. ასეთ შემთხვევებში მაიფონი ეცდება, შეძლებისდაგვარად მოკლე ვადებში აღგიდგინოთ მომსახურება.
მაიფონი იტოვებს უფლებას, შეცვალოს ან შეგიწყვიტოთ მომსახურება, დროებით ან მუდმივად, გაუფრთხილებლად ან წინასწარი გაფრთხილების საფუძველზე. ასევე მაიფონი არ არის ვალდებული, უზრუნველყოს ტექნიკური დახმარება ან განაახლოს თავისი სერვისები. მაიფონი იხსნის პასუხისმგებლობას თქვენს ან მესამე მხარის წინაშე იმ შემთხვევაში, თუ გამოიყენებს თავის უფლებას, შეიტანოს ცვლილებები სერვისებში ან შეგიწყვიტოთ მომსახურება.
სერვისით სარგებლობა
აცხადებთ რა თანხმობას ამ პირობებზე, თქვენ პირობას დებთ, რომ პირადად თქვენ ან სხვისი მეშვეობით არ გამოიყენებთ მაიფონის სერვისებს უკანონო ან არალეგალური მიზნებით, მათ შორის (მაგრამ არა მხოლოდ): შეურაცხმყოფელი, უცენზურო ხასიათის ან ბოროტი ხუმრობის / დეზინფორმაციის შემცველი ზარების განსახორციელებლად პირადად თქვენს ან სხვა პირის მიერ; სერვისების გამოყენება სხვადასხვა მაქინაციებისთვის, კრიმინალური საქციელის ჩასადენად ან ხელისშესაწყობად.
თქვენ პირობას დებთ, არ მიაყენოთ ზიანი ამ ან ნებისმიერ სხვა საკომუნიკაციო ან მონაცემთა სისტემას. MyPhone-ი სრულიად თავისუფალია ნებისმიერი პასუხისმგებლობისაგან (მათ შორის სასამართლო ხარჯები, ზარალის ანაზღაურება, სარჩელი და ა.შ.), რომელსაც გამოიწვევს თქვენს მიერ ამ პუნქტის დარღვევა.
თქვენ უნდა შეასრულოთ მაიფონის მიერ მოწოდებული ყველა ინსტრუქცია, დაკავშირებული მომსახურებასთან.
პასუხისმგებლობის შეზღუდვა
მაიფონი არ აგებს პასუხს ნებისმიერი ზარალისათვის, დანახარჯისათვის, მონაცემთა ხელყოფისა თუ დაკარგვისათვის, ასევე მოგების ან პროდუქციის დაკარგვისათვის, ოპერაციული დროის, კომპანიის არამატერიალური კაპიტალის, კონტრაქტების ან დანაზოგების დანაკარგისათვის, რომელიც გამოწვეულია ჩვენს კონტროლს მიღმა მყოფი ნებისმიერი მოვლენით, კერძოდ: მომსახურების შეწყვეტით, დაყოვნებით, გაუქმებით, არმიწოდებით, სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფის გადმოწერითა და გამოყენებით, ასევე არ აგებს პასუხს ნებისმიერი სხვა ქსელური ოპერატორის ან მესამე მხარის ქმედებებზე.
მაიფონი არ იძლევა გარანტიას ნებისმიერი სერვისის ან პროგრამული პროდუქტის შესაბამისობაზე თქვენს მოთხოვნებთან. მაიფონის მხრიდან პასუხისმგებლობის შეზღუდვა არ არღვევს თქვენი როგორც მომხმარებლის უფლებებს. თქვენ ნებისმიერ მომენტში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მაიფონს ელექტრონული ფოსტის საშუალებით, რომელიც მითითებულია ვებ-საიტზე: www.myphone.ge.
იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით ამ ხელშეკრულების რომელიმე ნაწილზე პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებულ იქნებით, ხელშეკრულების დანარჩენი პუნქტები ძალაში რჩება კანონით გათვალისწინებული მაქსიმალური ვადით. მაიფონი არ იღებს პასუხისმგებლობას სერვისების შეუსრულებლობისათვის, რომელიც გამოწვეულია ჩვენს კონტროლს მიღმა მყოფი ნებისმიერი მოვლენით, კერძოდ: მესამე მხარის მიერ გამოწვეული ხარვეზებით ან ქსელის გათიშვით, ფორსმაჟორით, ძაბვის ვარდნით, სატელეკომუნიკაციო მოწყობილობების გაუმართავი მუშაობით ან დაზიანებით, ან ნებისმიერი სხვა მოქმედებით, რომელსაც ადგილი აქვს მესამე მხარის ან ხელისუფლების მხრიდან.
მომსახურების შეწყვეტა
მომსახურებით სარგებლობის ხელშეკრულება ძალაშია მის შეწყვეტამდე. თქვენ უფლება გაქვთ შეწყვიტოთ ის ნებისმიერ მომენტში დოკუმენტების განადგურებით და თქვენი მაიფონის ანგარიშის გაუქმებით. ხელშეკრულების მოქმედება შეწყდება აგრეთვე მოხმარების წესებში გათვალისწინებული პირობების მიხედვით ან იმ შემთხვევაში, თუ თქვენ დაარღვევთ მოხმარების წესების ნებისმიერ პუნქტს. ამ შემთხვევაში მაიფონს შეუძლია, წინასწარი გაფრთხილების გარეშე შეგიწყვიტოთ ხელშეკრულება. ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში თქვენ პირობას დებთ, გაანადგუროთ ბეჭდვითი თუ წერილობითი მასალები ყველა ასლთან და ცვლილებებთან ერთად, ასევე ნებისმიერი დოკუმენტი, დაკავშირებული მაიფონთან.
საავტორო უფლება და სავაჭრო ნიშნები
შპს ”მაიფონი”, თუ ეს პირდაპირ არის მითითებული, ინარჩუნებს საკუთრების უფლებას, საავტორო უფლებას და საიტთან დაკავშირებულ ყველა არაქონებრივ უფლებას. აკრძალულია ამ ვებგვერდის შემცველობის, მთლიანად ან ნაწილობრივ, გამოქვეყნება, კოპირება, გადაცემა ან შენახვა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ საკუთრების უფლების, საავტორო უფლების ან სხვა არაქონებრივი უფლების მფლობელმა მისცა თანხმობა შესაბამის ქმედებაზე. აკრძალვა არ ეხება კომპიუტერში შენახვას ან ამობეჭდვას მხოლოდ პირადი გამოყენებისთვის. დასაშვებია ვებგვერდის შემცველობის ციტირება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ციტირების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება. საიტზე არსებული სავაჭრო ნიშნები და ლოგოები შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გამოქვეყნებული ან გავრცელებული უფლების მფლობელის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშეც.